вторник, 30 сентября 2014 г.
суббота, 27 сентября 2014 г.
როგორ იკვლევენ კოსმოსს
ობსერვატორია (ლათ. observo ვაკვირდები) — ასტრონომიური დაკვირვებების საწარმოებელი სპეციალიზებული სამეცნიერო დაწესებულება.
ობსერვატორიის მთავარი ხელსაწყოები - ტელესკოპები - დამცავ კოშკებშია მოთავსებული. ასეთი დაწესებულებები ტელესკოპის გამოგონებამდეც არსებობდა. ეს იყო მაღალი შენობები, საიდანაც აკვირდებოდნენ მზის,მთვარის, ვარსკვლავების და პლანეტების მოძრაობას და ცის თაღზე მათს გადაადგილებას. ობსერვატორიებს უმეტესად მთაში აგებენ, სადაც ჰაერიუფრო სუფთა, გამჭირვალეა და ხილვადობაც უკეთესია. დღეს ობსერვატორიები მოწყობილია კოსმოსურ ხომალდებზეც.
ჩვ. წ.-მდე დაახლ. 3000 წ. -- გაჩნდა ასტრონომიური დაკვირვებათა პირველი ჩანაწერი ჩინეთში, ეგვიპტეში და ბაბილონში.
ჩვ. წ.-მდე IV ს. - ჩინელმა ასტრონომმა ში შენმა შექმნა 800 ვარსკვლავის პირველი კატალოგი.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი
ჰაბლის ტელესკოპი ოთხი წლის განმავლობაში იღებდა ვარსკვლავზე მიმდინარე პროცესებს. გადაღებული ფოტოების მეშვეობით მეცნიერებმა შექმნეს ვიდეო, რომელზეც ვარსკვლავის აფეთქებაა აღბეჭდილი. მოვლენები ვარსკვლავ V838 Monocerotis განვითარდა, ჩვენგან 20 000 მზის წელიწადის დაშორებით.
среда, 24 сентября 2014 г.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური
საერთაშორისო კოსმოსური სადგური- კოსმოსში აწყობილი ორბიტული სადგურია, როელსაც მრავალმიზნობრივი კოსმოსუი ლაბორატორიის სახით იყნებენ. სადგური დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრაობს და მისი დანახვა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით შეიძლება. მისი სიმაღლე მერყეობს 319,6 კმ-დან 346,9 კმ-მდე დედამიწის ზედაპირიდან. მისი მოძრაობის საშუალო სიჩქარეა 27.744 კმ/სთ და 15,7 ორბიტას ასრულებს დღეში. სკს ერთობლივი პროგრამაა აშშ-ს (ნასა), რუსეთის (რკა), იაპონიის (იახა), კანადის (კკა) და რამდენიმე ევროპული ქვეყნის (ეკა) კოსმოსურ სააგენტოს შორის.
вторник, 23 сентября 2014 г.
მეტეოროიდი, მეტეორი და მეტეორიტი
მეტეოროიდები ძალიან მცირე ზომის კოსმოსური ნამსხვრევებია. ესაა კომეტის მტვრის მარცვლები, ქვის უმცირესი ნატეხები ან დამსხვრეული ასტეროიდების ნაწილები. დროგამოშვებით დედამიწა მეტეოროიდების მოძრაობის ტრაექტორის კვეთს. დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას მეტეოროიდი წვას იწყებს. ამ ეტაპზე მას მეტეორს ან ვარდნილ ვარსკვლავს უწოდებენ. მეტეოროიდს, რომელიც ატმოსფეროს გავლით დედამიწის ზედაპირს ეცემა, მეტეორიტი ეწოდება.
კომეტა
კომეტა ჭუჭყიანი ყინულის სფეროა. ის მზის გარშემო უზარმაზარ ოვალურ ორბიტაზე ბრუნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ დროის უმეტეს ნაწილს ის მზისგან ძალიან შორს ატარებს. ზოგი კომეტის ორბიტა იმდენად ფართოა, რომ ეს კომეტები ათასწლეულების განმავლობაში მზის სისტემის სიბრტყეს ძალიან შორდებიან. კომეტის ცენტრალურ, მყარ ნაწილს ბირთვი ეწოდება. ის გაყინული გაზების, წყლის, ქვიშისა და ქვისგან შედგება. მზესთან მიახლოებისას კომეტის ბირთვი თბება, კომეტა დნობას იწყებს და ჩნდება კომეტის კუდი. ზოგ კომეტას რამდენიმე კუდი აქვს.
წყარო:
წყარო:
ასტეროიდები
მალე ასეთივე სხეულები სხვა სხვა ასტრონომებმაც აღმოაჩინეს და მათ “ასტეროიდები” უწოდეს, რაც “ვარსკვლავის მსგავსს” ნიშნავს. ასტეროიდების უმეტესობა მზის გარშემო, მარსსა და იუპიტერს შორის მდებარე ორბიტაზე, ე.წ. ასტეროიდების სარტყელში ბრუნავს.
ახლო მანძილიდან ასტეროიდის პირველი სურათები 1991 წელს გადაიღო კოსმოსურმა ზონდმა "გალილეომ". ეს იყო ასტეროიდი გასპრა. იგი, დაახლოებით, 19 კილომეტრის სიგრძის მქონე არაწესიერი ფორმის სხეულია, რომლის ზედაპირიც მთლიანად კრატერებითაა დაფარული.
დღეისათვის რამდენიმე ათასი ასტეროიდია აღმოჩენილი და ეს რიჩხვი სულ უფრო იზრდება. ასტეროიდების უმეტესობა, მათი ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, სამ ძირითად ჯგუფს მიეკუთვნება. ეს ჯგუფებია: კარბონული (მაგალითად, ცერერა), სილიკონური (მაგალითად, გასპრა) და ლითონური.
ამ სარტყელში მდებარე ასტეროიდების გარდა, არსებობს ასტეროიდების რამოდენიმე სხვა ჯგუფიც. მაგალითად, იუპიტერის მიდამოში ორბიტაზე პლანეტის ძლიერი მიზიდულობის ველში მოხვედრილი მრავალი ასტეროიდი ბრუნავს. ამ ასტეროიდებს ტროელებს უწოდებენ. მათი ნაწილი იუპიტერს წინ მიუძღვის, ნაწილი კი უკან მისდევს.
აპოლონის ასტეროიდების სახელით ცნობილი ჯგუფი ზოგჯერ დედამიწის მოძრაობის გზას კვეთს, თუმცა მათი ორბიტა, ჩვეულებრივ, მზისგან შორსაა.
ასტეროიდებს, რომელთა ორბიტაც დედამიწის მახლობლად გადის, დედამიწასთან მოახლოებული ასტეროიდები ეწოდება. ერთ-ერთი ასეთი ასტეროიდის, ეროსის შესწავლის მიზნით შეიქმნა სპეციალური სამეცნიერო ე.წ. “ნიარ”-პროექტი. 1996 წელს კოსმოსში გაფრინდა ხომალდი “ნიარა”, რომელიც 2000 წლის თებერვალში ეროსს მიუახლოვდა და მის გარშემო ორბიტაზე ერთი წლის განმავლობაში ბრუნავდა. ციდრე ეროსის კლდოვან ზედაპირზე დაეშვებოდა, “ნიარმა” მისი მისი კრატერებისა და ლანდშაფტის სხვა ნაწილების ათასობით ფოტოსურათი გადაიღო. ამ წარმატებული მისიის წყალობით მეცნიერებმა დიდძალი ინფორმაცია მოიპოვეს დედამიწასთან მოახლოებული ასტეროიდების აგებულების შესახებ.
წყარო:
კოსმოსური ნამსხვრევები
პლანეტებისა და მთვარეების გარდა, მზის სისტემა მილიონობით მომცრო სხეულს შეიცავს, რომელთაც ასტეროიდები, კომეტები და მეტეოტიდები ეწოდება. მეცნიერთა აზრით, ეს სამყაროს დაბადებიდან შემორჩენილი ნამსხვრევებია.
მზის სისტემის პლანეტები
- გავიხსენოთ ციური სხეულები, მზის სისტემის პლანეტები და მათი თავისებურებანი.
- გავიგოთ როგორ იკვლევენ კოსმოსს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)