вторник, 23 сентября 2014 г.

ასტეროიდები


ასტეროიდები კლდის ან კლდისა და ლითონის ნატეხებია. პირველი ასტეროიდი 1801 წელს აღმოაჩინა იტალიელმა ასტრონომმა პიაციმ, მას იგი პატარა პლანეტა ეგონა. თავის აღმოჩენას პიციამ ცერერა უწოდა.

მალე ასეთივე სხეულები სხვა სხვა ასტრონომებმაც აღმოაჩინეს და მათ “ასტეროიდები” უწოდეს, რაც “ვარსკვლავის მსგავსს” ნიშნავს. ასტეროიდების უმეტესობა მზის გარშემო, მარსსა და იუპიტერს შორის მდებარე ორბიტაზე, ე.წ. ასტეროიდების სარტყელში ბრუნავს.

ახლო მანძილიდან ასტეროიდის პირველი სურათები 1991 წელს გადაიღო კოსმოსურმა ზონდმა "გალილეომ". ეს იყო ასტეროიდი გასპრა. იგი, დაახლოებით, 19 კილომეტრის სიგრძის მქონე არაწესიერი ფორმის სხეულია, რომლის ზედაპირიც მთლიანად კრატერებითაა დაფარული.

დღეისათვის რამდენიმე ათასი ასტეროიდია აღმოჩენილი და ეს რიჩხვი სულ უფრო იზრდება. ასტეროიდების უმეტესობა, მათი ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, სამ ძირითად ჯგუფს მიეკუთვნება. ეს ჯგუფებია: კარბონული (მაგალითად, ცერერა), სილიკონური (მაგალითად, გასპრა) და ლითონური.

ამ სარტყელში მდებარე ასტეროიდების გარდა, არსებობს ასტეროიდების რამოდენიმე სხვა ჯგუფიც. მაგალითად, იუპიტერის მიდამოში ორბიტაზე პლანეტის ძლიერი მიზიდულობის ველში მოხვედრილი მრავალი ასტეროიდი ბრუნავს. ამ ასტეროიდებს ტროელებს უწოდებენ. მათი ნაწილი იუპიტერს წინ მიუძღვის, ნაწილი კი უკან მისდევს.



აპოლონის ასტეროიდების სახელით ცნობილი ჯგუფი ზოგჯერ დედამიწის მოძრაობის გზას კვეთს, თუმცა მათი ორბიტა, ჩვეულებრივ, მზისგან შორსაა.

ასტეროიდებს, რომელთა ორბიტაც დედამიწის მახლობლად გადის, დედამიწასთან მოახლოებული ასტეროიდები ეწოდება. ერთ-ერთი ასეთი ასტეროიდის, ეროსის შესწავლის მიზნით შეიქმნა სპეციალური სამეცნიერო ე.წ. “ნიარ”-პროექტი. 1996 წელს კოსმოსში გაფრინდა ხომალდი “ნიარა”, რომელიც 2000 წლის თებერვალში ეროსს მიუახლოვდა და მის გარშემო ორბიტაზე ერთი წლის განმავლობაში ბრუნავდა. ციდრე ეროსის კლდოვან ზედაპირზე დაეშვებოდა, “ნიარმა” მისი მისი კრატერებისა და ლანდშაფტის სხვა ნაწილების ათასობით ფოტოსურათი გადაიღო. ამ წარმატებული მისიის წყალობით მეცნიერებმა დიდძალი ინფორმაცია მოიპოვეს დედამიწასთან მოახლოებული ასტეროიდების აგებულების შესახებ.






წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий